MESO HAIR
თმის ინტენსიური მკურნალობა;
ნაადრევი თმის ცვენის პრევენცია;
პრეპარატის რეგულარული გამოყენება უზრუნველყოფს თმის ზრდის სტიმულაციას!
პროდუქტის მიმოხილვა: | MESOHAIR – პეპტიდის შრატი, რომელიც აძლიერებს თმის ფოლეკულს და ხელს უშლის თმის ცვენას. ინტენსიური თერაპია რეკომენდებულია მათთვის, ვისაც აწუხებს ნაადრევი თმის ცვენა. |
შემადგენლობა: | ბიოტინილი-GHK (მატრიცული პეპტიდი თანმიმდევრობით: გლიცილი-ჰისტიდილი- ლისინი, რომელიც დაკავშირებულია ვიტამინ H/B7-სთან-ბიოტინი) + ოლეინის მჟავა |
არ შეიცავს: | პარაბენს, ალკოჰოლს, პიგმენტს, პარფუმს, ალერგენს. |
გამოყენება: | კანის ყოველდღიური მოვლა- უმეტესწილად გამოიყენება სკალპზე (შესაძლებელია სახესა და ტანზეც)
DHT-ს ჭარბი გამოყოფით გამოწვეული ანდროგენული ალოპეცია ქალებსა და მამაკაცებში, ასაკის მიუხედავად (DHT = დიჰიდროტესტოსტერონი – სქესობრივი სტეროიდისა და ანდროგენის ჰორმონი, რომელიც იწვევს ალოპეციას მამაკაცებში, მიუხედავად ასაკისა, ხოლო ქალბატონებში-მენოპაუზის პერიოდში, ქალური ჰორმონების ნაკლებობის გამო) ალოპეცია ქალბატონებში 50+ (მენოპაუზა) ალოპეცია მამაკაცებში 50+ (ანდროპაუზა) გენეტიკური ალოპეცია |
ეფექტი: | ამცირებს DHT-ს გამოყოფას
იცავს და აუმჯობესებს თმის სტრუქტურას ახდენს უჯრედების მეტაბოლიზმის სტიმულაციას ხელს უშლის თმის ცვენას აუმჯობესებს სკალპის მიკრო-ცირკულაციას ანელებს ფოლეკულის დაბერების პროცესს აჩქარებს თმის ზრდის პროცესს |
მკურნალობის მეთოდები: | მეზოთერაპია
ელექტროფორეზი ულტრაბგერა (სონოფორეზი) (მამაკაცებში შესაძლებელია სახესა და მკერდზეც- მოერიდეთ გულის არეს, არ გამოიყენოთ ულტრაბგერა სკალპზე მკურნალობის დროს) იონოფორეზი (+ან-)= არ აქვს იონიზაციის ეფექტი (შრატი არ შეიცავს იონებს, ამიტომ იონოფორეზი იქნება ნეიტრალური ) დერმა როლერი / დერმაფენი (მაქიმუმ 0,25mm) (თუ თქვენ იყენებთ 0,25მმ-ზე გრძელ ნემსს, ამ შემთხვევაში შრატი კეთდება მკურნალობიდან 7-10 წუთის შემდეგ ) ოქსიგენოთერაპია ქრომოლოგია™ ფოტოდინამიური თერაპია (PDT) დერმაბრაზიის შემდეგ სკალპის მანუალური მასაჟის დროს. სახისა და გულმკერდის რელაქსაციური მასაჟის დროს (გულმკერდი მხოლოდ მამაკაცების შემთხვევაში) კანის ყოველდღიური მოვლა. |
ზონები: | სკალპი მთლიანად, ან იმ ზონებში, სადაც შეინიშნება გადაჭარბებული თმის ცვენა. მამაკაცის შემთხვევაში წვერი და გულმკერდის არე. |
გაფრთხილება: | მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის. არ გამოიყენება ინექციური მკურნალობის დროს.
ეს პრეპარატი რეკომენდებულია პაციენტებისთვის, რომელთაც ჰორმონალური დარღვევის შედეგად გამოწვეული ალოპეცია და გადაჭარბებული თმის ცვენა აწუხებთ. ამიტომ შრატმა შესაძლოა იგივე შედეგი არ მოგვცეს სხვა პრობლემით გამოწვეული თმის ცვენის შემთხვევაში. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. |
უკუჩვენება: | შესაძლებელია მგრძნობელობის მატება ნებისმიერი კომპონენტის მიმართ. |
დამატებითი ინფორმაცია | შესაძლებელია სხვა შრატებთან შერევა მკურნალობის დროს. ნალექი პროდუქტის ბუნებრივი მახასიათებელია. გამოყენებამდე შეანჯღრიეთ. |
მოცულობა | შუშის ამპულა: 10 x 5მლ ყუთში |
შედეგები: | კანის გაუმჯობესება შეინიშნება ყოველი პროცედურის შემდგომ. თმის მდგომარეობა უმჯობესდება მკურნალობის სრული კურსის შემდეგ. |